saqarTvelos xeobebi - lexuris xeoba
მდინარე ლეხურის ხეობა. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მხარეებში. ხეობა მოიცავს ორ მუნიციპალიტეტს, ქვემო ნაწილი სოფელ საკორინთლომდე მიეკუთვნება კასპის მუნიციპალიტეტს, ზემო კი, ქოლოთის ციხემდე ახალგორის მუნიციპალიტეტს, რომელიც 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
დასავლეთით ლეხურის ხეობას ესაზღვრება ტირიფონის ვაკე, აღმოსავლეთით – ქსნის ხეობა, ჩრდილოეთით – კავკასიონის კალთები და სამხრეთით – მდინარე მტკვარი.
ლეხურის ხეობის სიგრძე დაახლოებით 45 კმ-ია. იგი ერთვის მტკვარს კასპთან.